ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას გუშინვე მიენიჭათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ულოცავს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.
„ვულოცავ ყველა ქართველ მეგობარს“, – წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“.
Congratulations to all my Georgian friends! https://t.co/lhcUs4tua7
— Javier Colomina (@JavierColominaP) June 24, 2022
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ახლა საქართველო ნამდვილად ადგას ევროპულ გზას.
მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან ერთად მუშაობისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოიყენოს.
„ახლა, ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით რა, როგორ და როდის. მზად ვართ ერთად მუშაობისთვის, საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერისთვის, ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის გამოყენებისთვის მისი ევროპული მომავლის ასაშენებლად,“ – აცხადებს ბორელი.
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები, ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად, – ამის შესახებ აღნიშნულია
განცხადებას ავრცელებს საქართველოში გერმანიის საელჩო და წერს, რომ “საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები, ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად”
„მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ცნობისთვის, აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ბრიფინგი გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოთხოვნები 24 ივნისს აქციაზე გამოცხადდება.