LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან პუტინი ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან ომშია, ეს არის პუტინის გეოპოლიტიკური დამარცხების დღე არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მოლდოვაშიც, ალბათ, გრძელვადიან პერსპექტივაში – საქართველოშიც: კუბილიუსი

51
ing (2)

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მიშელი: ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება

როგორც კუბილიუსი აღნიშნავს, ეს დღე უკრაინისთვის ისტორიული გამარჯვების, ხოლო პუტინისთვის სტრატეგიული გეოპოლიტიკური დამარცხების დღეა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ, საქართველოშიც.

“უკრაინა ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია! ეს ჩვენ გუშინ ევროპარლამენტში აღვნიშნეთ. ჩვენ სამართლიანად ვფიქრობდით, რომ საბჭო სხვა გადაწყვეტილების მიღებას უბრალოდ ვერ გაბედავდა.

უკრაინის ლიდერობა ევროკავშირს ცვლის – მიღებულია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც 2014 წლიდან შეუძლებელი ჩანდა.

დღეიდან პუტინი ომშია ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად, ეს არის ომი თავად ევროკავშირთან.

ეს უკრაინის ისტორიული გამარჯვების დღეა და პუტინის გეოპოლიტიკური დამარცხების დღე – და არა მარტო უკრაინაში, არამედ მოლდოვაშიც, ალბათ, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოშიც”, – წერს კუბილიუსი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g