LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები მზად არიან, ავტომობილის შესაძენად ათასობით კილომეტრი გაიარონ

38
car

მიკრო დეტალების დეფიციტმა, რომელმაც გლობალური ავტო სამყარო დაიპყრო, ქარხნების გაჩერება და მანქანების გაძვირება გამოიწვია. აშშ-ს სტატისტიკის ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წლის დასაწყისში ბაზარზე ფასები 10%-ით უფრო მეტი იყო, ვიდრე 2021 წლის იანვარში. Subaru-მ გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, თუ რა გზის გასავლელად არიან მზად სხვადასხვა შტატების მაცხოვრებლები რათა ავტომობილი მაქსიმალურად სარფიანად შეიძინონ.

შედეგად დადგინდა, რომ ამერიკელები მზად არიან საშუალოდ 755 კილომეტრი გაიარონ, რათა მანქანის ყიდვისას ფული დაზოგონ. ყველაზე დიდი ფართობის მქონე შტატის ალასკას მაცხოვრებლები კი მეტსაც გაივლიდნენ. იქ ავტომფლობელებს 1160 კილომეტრიანი დაშორებაც არ აშინებთ. სახლიდან მოშორებით წასვლის ყველაზე ნაკლები სურვილი ვერმონტელებმა გამოთქვას და მათ მაქსიმუმ 460 კილომეტრის გავლა შეუძლიათ.

გამოკითხვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელებს ბენზინის ისტორიული ფასიც არ აშინებთ, იმ შემთხვევაში თუკი მანქანის ყიდვის დროს ეკონომიის გაკეთების საშუალება მიეცემათ.

ივნისის შუა რიცხვებში აშშ-ში საწვავის ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა და ერთი გალონის ფასმა 5 დოლარს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები