LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილი: ღამის ცხოვრებისთვის საჭირო კლუბები და ობიექტები წყალტუბოს დამატებით მიმზიდველობას შესძენს

86
ipiccy_image

წყალტუბოს გენერალური გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, წყალტუბოს ინვესტორებისთვის არაერთი მიმზიდველი მიმართულება აქვს, მათ შორის ღამის ცხოვრებისთვის განკუთვნილი ობიექტები.

„წყალტუბო საცხოვრებლადაც მიმზიდველი უნდა იყოს. მისი რეაბილიტაცია იმგვარად უნდა მოხდეს, რომ თითოეული შენობა იყოს რეაბილიტირებული. საცხოვრებელი ობიექტების განვითარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, ოთხი სეზონის კურორტის ქონა გვჭირდება და შესაბამისად, ინვესტორებისთვის დასაფინანსებლად ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა. ეს არ იქნება მხოლოდ სასტუმროები, ეს იქნება მათ შორის ღამის ცხოვრებისთვის საჭირო კლუბები და ობიექტები წყალტუბოს კურორტს დამატებით მიმზიდველობას შესძენს. ასევე სავაჭრო მიმართულება, ისეთი როგორიც შეიძლება იყოს აუთლეტ სოფელი და ა.შ.”,- განაცხადა დავითაშვილმა.

წყალტუბო დაიმკვიდრებს ადგილს იუნესკოს დიდი სპა-კურორტების გვერდით, როგორიცაა ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი, მონტეკატინი ტერმე – მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g