LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ბოლომდე ვერ გავიაზრეთ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა” – „არტ-FM“

29
koko

გადაცემის ლაივი LIVE

5 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ანა იმნაძე, კოკო როინიშვილი და თინათინ წულაძე სტუმრობდნენ, რომელთაც ახლად გახსნილ „ქალაქის თეატრზე“ ისაუბრეს.

– კოკო, რატომ გადაწყვიტეთ ახალი თეატრის გახსნა?

– ვფიქრობ, რაც მეტი თეატრი იქნება, მით უფრო სწრაფად განვითარდება ქართული კულტურა, განათლება და ცხოვრების დონეც გაუმჯობესდება, რადგან ყველაფერთან ერთად თეატრს ერთგვარი თერაპიის ფუნქციაც აქვს. იმედია, ჩვენი თეატრი ყველა შემოქმედს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას.

– (ანა იმნაძე) „ქალაქის თეატრი“ არა მხოლოდ მსახიობებსა და რეჟისორებს, არამედ ყველა შემოქმედს მისცემს თვითგამოხატვის შანსს.

– როგორ გაჩნდა თეატრის გახსნის იდეა?

– იდეა სამეგობროში გაჩნდა, საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდით, ერთ დღეს კი, მეგობარმა არაჩვეულებრივი სივრცე – ყოფილი თამბაქოს ფაბრიკა მოიძია, რომელიც სახელოვნებო სივრცედ გადავაკეთეთ და ახლა ყველას სიამოვნებით ვმასპინძლობთ.

თინათინ წულაძემ სადებიუტო სპექტაკლი დადგა: „დედა სპექტაკლში მონაწილეობდა და ძალიან ვნერვიულობდი მასთან მუშაობისას… მამამ მითხრა, კარგი გოგო ხარო…“

– ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი წარმოდგენის დადგა?

– გადაწყვეტილების თეატრის ბორდი იღებს, თუმცა მიხარია, რომ უამრავი ახალგაზრდა შემოქმედმა გამოთქვა ჩვენთან მუშაობის სურვილი.

– ანა, მართლაც არაჩვეულებრივი სახე შექმენით ირაკლი გურგენიძის სპექტაკლში „ტრამვაი, სახელად „სურვილი“,

– დიდი მადლობა შექებისთვის, თუმცა ძალიან მერიდება, როცა ქათინაურებს მეუბნებიან.

– თინათინ, სწორედ „ქალაქის თეატრში“ დადგით სადებიუტო სპექტაკლი „მარკეტი“. რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი ნამუშევრით?

– არანორმალურ რეჟიმში მოგვიწია მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ბოლომდე ვერ გავიაზრეთ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა.

– მშობლებისგან რა შეფასება მიიღეთ?

– დედა სპექტაკლში მონაწილეობდა, მამა კი, ყოველთვის კრიტიკულად აფასებს ჩემს ნამუშევრებს, თუმცა ახლა ძალიან მოეწონა. არასდროს მაქებს, რადგან ზოგადად არ უყვარს საქებარი სიტყვები, უბრალოდ მითხრა, კარგი გოგო ხარო, რაც უკვე შექება იყო მისი მხრიდან.  სხვათა შორის, რეპეტიციების დროს ყოველდღე ვურეკავდი, დეტალურად ვუყვებოდი ყველაფერს და მისი აზრით ვინტერესდებოდი. ძალიან ვნერვიულობდი დედასთან მუშაობის დროს. ძალიან მიკვირდა, როცა მამა ყველაზე მეტ შენიშვნას მას აძლევდა, თუმცა მეც ზუსტად ასე მომივიდა, მეც ყველაზე ბევრს სწორედ მას ვსაყვედურობდი.

– ანა, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– რამდენიმე ღონისძიებას ვგეგმავთ ზაფხულში, შემოდგომაზე კი, ახალ სეზონს გავხსნით და უფრო აქტიურად შევუდგებით მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები