LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

162
ჰტჰდდფ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ვ.ფ. სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ დაეუფლა 1993 წელს დაბადებული მ.მ.-ს კუთვნილ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მყისიერად მოხდა ავტომობილის ადგილსამყოფელის დადგენა, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და დაკავება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g