LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპა უკრაინის გვერდით დგას” – ევროკავშირი უკრაინას 500 მლნ ევროს გამოუყოფს

70
უსათაურო დიზაინი (2)

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშზე შეთანხმდნენ.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, დაახლოებით, 500 მილიონი ევროს ოდენობის იქნება.

“ევროპა აგრძელებს მომარაგებას მშვიდობისა და ჩვენი ღირებულებების დასაცავად. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში მეხუთე ტრანშის გამოყოფის შესახებ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ევროკავშირის სამხედრო აღჭურვილობით მხარდაჭერა ახლა 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროპა უკრაინის გვერდით დგას” – აღნიშნულია შარლ მიშელის “ტვიტში”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში