სელენა გომესისა და კანადელი მომღერლის, The Weeknd-ის რომანი ელვის სისწრაფით ვითარდება. ამჯერად, შეყვარებული წყვილი რომანტიულ შვებულებას იტალიაში. ვარსკვლავები პაპარაცებმა მზიან ფლორენციაში დააფიქსირეს.
გომესისა და The Weeknd-ის მეგობრების თქმით, მათ საკმაოდ აქტიური ურთიერთობა აქვთ: ყოველდღიურად წერენ და ურეკავენ ერთმანეთს, ხოლო როგორც კი თავისუფალი დრო აქვთ, ნახულობენ კიდეც.
შეგახსენებთ, რომ სანამ ერთად იქნებოდნენ, გომესს რომანი ჯასტინ ბიბერთან, ხოლო კანადელ მომღერალს- მოდელ ბელა ჰადიდთან ჰქონდა.