LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება

97
Untitled design (6)

კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს, არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, დადგენილი წესის შესაბამისად,  კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს ყოველდღიურად აწარმოებს.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის განცხადებით, მონიტორინგის პროცესში შეფასდება ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა და შედეგი ანაზღაურებაზე აისახება.

“ის შემთხვევები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება” – აცხადებს თენგიზ გენძეხაძე.

magti 5g