რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში ყოველწლიური ცერემონია People’s Choice Awards გაიმართა, რომელსაც მეორენაირად „ეროვნულ „ოსკარს“ უწოდებენ. ფავორიტებს აქ არა კინოკრიტიკოსები ან ექსპერტები, არამედ რიგითი ინტერნეტ-მომხმარებლები ავლენენ.
წითელ ხალიჩაზე კი ნამდვილი მოდური დეფილე გაიმართა – ფოტოგრაფების წინაშე ერთმანეთზე ლამაზი ვარსკვლავები ჩნდებოდნენ, მათ შორის: ბლეიკ ლაივილი, ჯენიფერ ლოპესი, ეშლი გრინი, კრისტენ ბელი და სხვები.