ეკონომისტი ოთო აბესაძე ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს საქართველოში მრავალწლიანი საქმიანობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. როგორც აბესაძე ამბობს, კარლ ჰარცელს აქვს უდიდესი წვლილი საქართველოს და ევროკავშირის განათლების სისტემების კორელაციაში.
„მისი დახმარებით და მისი პროექტებით მიმყავს სალექციო/სასემინარო კურსები და ვანხორციელებ კვლევით საქმიანობას გერმანიასა და ლატვიაში. ჰარცელის და ევროკავშირის წარმომადგენლობის უდიდესი დამსახურებაა, რომ ათასობით სტუდენტი იღებს (დაფინანსებით) განათლებას ევროპაში. მადლობა!“, – წერს ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის ელჩმა გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ დადგა ის დრო, როდესაც დაუვიწყარი ოთხი წლის შემდეგ, საქართველო უნდა დატოვოს.