რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ორი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ABC News-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.
გარდაცვლილთა ვინაობა არ სახელდება.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ორი ამერიკელი ცოტა ხნის წინ დონბასში დაიღუპა. უკვე დავუკავშირდით მათ ოჯახებს და საჭირო დახმარებას ვუწევთ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.