LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკვლევა დასრულდა – როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

496
Untitled design (6)

სამედიცინო ცენტრ “ვივა მედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კვლევა ჩაუტარდა და ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“დღეს დაგეგმილი იყო კიდევ ერთი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კვლევა – კოლონოსკოპია უკვე ჩატარებულია, პაციენტი უკვე პალატაშია მოთავსებული. კვლევამ ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაიარა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დათვალიერება მოხდა ანესთეზიის ქვეშ. მისი მდგომარეობა სტაბილურია, არაფერი განსაკუთრებული კვლევის შემდეგ არ მომხდარა.

მას განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში ჩივილი ჰქონდა მუცლის ქვედა ნაწილში ყრუ ტკივილებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩაითვალა საჭიროდ, მაინც გამორიცხულიყო რაიმე სხვა დაავადება”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსთან”.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ “ვივა მედში” 12 მაისს გადაიყვანეს.

ფოტო კოლაჟში: IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g