დროებით ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ მედია ადგილობრივ ტელეგრამის არხებზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ცნობით, შესაძლოა, დანგრეული იყოს ანტონოვსკის ხიდი.
როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნული ხიდის საშუალებით შეეძლოთ რუსებს უკუსვლა.
გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.