LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიან ბიზნესმენები, რომლებიც განსაკუთრებულ პატივისცემაში არიან იმის გამო, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში არიან, მე საერთოდ არ მაქვს დისკომფორტი ამის გამო – ჭყონია

195
611272bc1fae3

არიან ბიზნესმენები, რომლებიც განსაკუთრებულ პატივისცემაში არიან იმის გამო, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში არიან, ესეც არაა პრობლემა. ეს ყველგან ხდება. ზოგს უყვარს ბიზნესმენები, ზოგს არა, ეს გემოვნების თემაა და არაა საწყენი, მე საერთოდ არ მაქვს დისკომფორტი ამის გამო, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.

როგორც ცნობილი ბიზსნესმენი ამბობს, დღეს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის პოლარიზაცია არსებობს, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ბიზნესის განვითარებას უწყობენ ხელს.

„პოლარიზაცია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის არსებობს. არის ბიზნესმენთა ჯგუფი, ვინც გულახდილად საუბრობს და ასეთ ადამიანებს უფრო ქვეყნის მოყვარულად მივიჩნევ. არსებობს ხალხი, ვინც ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. მაგალითად, ვისთანაც მე მაქვს შეხება ვიცი, რომ კალაძისგან დიდი მხარდაჭერა იქნება თუ ქალაქის განვითარებას ეხება საქმე, ასევე ვფიქრობ ლევან დავითაშვილზე, დანარჩენთან არ მაქვს ურთიერთობა,” – აღნიშნა ჭყონიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

რაც შეეხება მის ურთიერთობა სახელმწიფოსთან, ცნობილმა ბიზნესმენმა თქვა, რომ მისი ურთიერთობა სახელმწიფო ბიუჯეტთან განისაზღვრება წელიწადში 95 მილიონით, რომელსაც ბიუჯეტში იხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g