მარკ ცუკერბერგმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფოტოები გააზიარა, რომლებიც მისი ქალიშვილის პირველ იუბილეს ასახავს. ფოტოებზე უმცროსი ცუკერბერგი დედასთან, პრისცილა ჩანთან ერთად არის გამოსახული. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად მარკმა საკმაოდ კეთილი გზავნილი არამარტო თავის შვილს, არამედ მთელი მსოფლიოს ბავშვებს მიუძღვნა:
„ვერ ვიჯერებ, რომ ერთი წელი გავიდა! გუშინ მან პირველად მაკოცა ლოყაზე. ვუსურვებ ბევრი წელი ბედნიერებას და ჯანმრთელობას მაქსს და მსოფლიოს ყველა პატარას“.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის მარკ ცუკერბერგმა და 31 წლის პრისცილა ჩანმა 2012 წელს იქრიწინეს. მაქსი კი ოპრივე მათგანისთვის პირველი შვილია.

