გუშინ, გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენში მყოფი პირების ამოსაყვანად სამუშაოები დილამდე მიმდინარეობდა და ბორტზე მყოფი რვავე ადამიანის ცხედრები ამოასვენეს.
ადგილზე დაღუპული მაშველების კოლეგები მუშაობდნენ. მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი უკლება ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“ყველაზე რთულია როცა საუკეთესო ძმაკაცებს,თანამშრომლებს და ქართველებს კარგავ, მაგრამ უფრო ძნელი და გამანადგურებელია როცა ეს ხალხი შენივე ხელით გამოგყავს და შენსავე თანამშრომლებზე ატარებ სამაშველო ოპერაციას.
მადლობა ბიჭებო რაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის გაგიკეთებიათ და მაგ სიკეთეს შესწირეთ თავი. მიყვარხართ და მენატრებით”, – წერს მაშველი.