LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხუთივე კლასელები ვართ“ – გაიცანით, სოფელ შემოქმედის სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც საუკეთესო ქულები მიიღეს

3487
Untitled design

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

„იმდენად მეშინოდა, ლინკი ვერ გავხსენი“ – მარიამ რუხაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60 ქულა აიღო

ცნობილი ხდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის 5 კურსდამთავრებულმა საუკეთესო ქულები აიღო.

  • სალომე ჩიტაიშვილმა -54 ქულა;
  • გიორგი ჩხარტიშვილმა – 55 ქულა;
  • ანა ერქომაიშვილმა – 53 ქულა;
  • მეგი მგელაძემ – 52;
  • სოფო ურუშაძემ –  52 ქულა.

„კლასელები ვართ. ხუთივე ოქროს მედალოსნები. მე სწავლის გაგრძელება კავკასიის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის მიმართულებით მსურს”, – განუცხადა „ფორტუნას“ სალომე ჩიტაიშვილმა.

„კარგი შეგრძნებაა..“- გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 59 ქულა აიღო

შეგახსენებთ, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის გამოცდების პირველადი შედეგები დღეს გამოაქვეყნა. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g