LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით 3 ადამიანი დაინფიცირდა

90
ყირიმკონგო

სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც “სამხრეთის კარიბჭე” წერს, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში ორ პირს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში კი ერთ პირს დაუდასტურდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ საკირეში ინფექცია მცხოვრებ 1977 წელს დაბადებულ კაცს დაუდასტურდა. რაც შეეხება სოფელ წყრუთში მცხოვრებ ორ ინფიცირებულს, მათგან ერთი 1959 წელს დაბადებული ქალია, მეორე კი 1956 წელს დაბადებული კაცი.

2022 წელს, სამცხე–ჯავახეთში, ინფექციით დაავადებულების რიცხვი 36–მდე გაიზარდა.

პირველი აგვისტოს მდგომარეობით, 2022 წელს, სამცხე–ჯავახეთში ინფიცირებულთა გადანაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგია:

ახალციხის მუნიციპალიტეტი – 19 შემთხვევა;
ადიგენის მუნიციპალიტეტი – 10 შემთხვევა;
ასპინძის მუნიციპალიტეტი – 6 შემთხვევა;
ბორჯომის მუნიციპალიტეტი – 1 შემთხვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g