LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილის გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი, აქტიური კაცის გამოხედვა – პოლიტიკური გადაცემებსაც კი არ უყურებს, რადგან პოლიტიკით დაინტერესებამ შეიძლება, მისი სიცოცხლე შეიწიროს

128
BeFunky-collage (10)

მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური თეთრი ფერი აქვს. მისი გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი აქტიური კაცის გამოხედვა – მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი იმისაგან, რაც ჩვენ ვიცოდით, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადვოკატების ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელი ექსპერტების ჩასართავად შესაბამისი ნებართვები გასცეს.

„მე ექიმი არ ვარ და დიაგნოსტიკურად ვერაფერზე ვისაუბრებ, მაგრამ ვიზუალურად არც მისი მდგომარეობა მომეწონა და არც მოქმედება – წოლით რეჟიმშია, ვერ ადგა, ან არ ადგა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეს ვერ შეძლო. დიდი წონა აქვს დაკარგული. არაადამიანური თეთრი ფერი აქვს. მისი გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი აქტიური კაცის გამოხედვა. რა თქმა უნდა, საღ გონებაზეა, არანაირი ცვლილება არ არის, მაგრამ ფიზიკური მდგომარეობა მისი აქტივობა, მისი მოჭარბებული ენერგია თითქმის არ შეინიშნება. ვისაც ახსოვს როგორი იყო სააკაშვილი, დღევანდელი მდგომარეობით შეიძლება თქვას, რომ მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი იმისაგან, რაც ჩვენ ვიცოდით. მე არ ვხატავ აპოკალიფსს, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა და სარეანიმაციო პირობები სჭირდება, მაგრამ ის პროცესი, რომელიც მის მკურნალობას უკავშირდება ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით გამოჯანმრთელების მიმართულებით არ მიდის,“ – განაცხადა ვარელ გელბახიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g