დედაენის ბარის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გიგა მაქარაშვილი პოსტით ეხმაურება და წერს უკრაინელ მოლარეზე, რომელმაც ბარს კარგი შეფასება მისცა.
“კომენდანტის დაწყებამდე მარკეტში შევირბინე და სალაროსთან რომ მივედი საჰაერო განგაში ჩაირთო.
განა რა, აღარავინ იმჩნევს ამ დამპალ სირენებს, მაგრამ წესის მიხედვით დაცვამ შენობა დაგვატოვებინა. გარეთ კიდევ თავსხმა წვიმაა… ვდგავართ შესასვლელში და მოლარე მეუბნება (გათხოვილია, წვრილშვილიანი, ქმარი იბრძვის…ხშირად ვხვდები მასთან რიგში და იცის რომ ქართველი ვარ) დედა ენას ისეთი რევიუ დავუწერე, ჩემი ყველა ნაცნობი სულ იქ მივაო.
მართლა გიჟები არიან, რანაირად შვებიან ასეთებს ვერ ვხვდები.
დედაენის ბარი არაფრის შეგეშინდეთ”, -წერს მაქარაშვილი.