“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსი ტურისტების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს, რაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.
“ქსენოფობია, ანუ განსხვავებულის მიმართ შიში და სიძულვილი არის ის, რაზედაც ივანიშვილის რეჟიმი დგას, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს სხვადასხვა ნიშნით ასხვავებს და თავის პოლიტიკას უმცირესობების მიმართ სიძულვილზე აგებს. მტრული სახელმწიფოს, პუტინის რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით ქვეყანაში შემოსვლაზე რეაქცია, მაშინ როცა არ გყავს ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს დასაცავი, თვითონ ასე არ თვლის, საქართველოს პატრიოტი მოქალაქის ბუნებრივი ინსტინქტია. წარმოიდგინეთ ისტორიული მაგალითი, მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონში ბევრი გერმანელი რომ ჩასულიყო და პაბებში გერმანულად სიმღერა დაეწყოთ, რა რეაქცია ექნებოდა გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებას?
ამიტომ, ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოების ქსენოფობიაში დადანაშაულება უსინდისო ტყუილია, აქ ეთნიკურ წარმოშობაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია მტრული სახელმწიფო მოქალაქეებზე და მათი დიდი რაოდენობით ჩვენს სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე მაშინ, როცა ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”. – განაცხადა ბოკერიამ.
„ახლა განაგლდნენ, გამრავლდნენ, ჩხუბს თუ დავიწყებთ, გვერდში მისნაირი ასი რუსი ამოუდგება, მე არავინ.. არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო რუსებთან ერთად ერთ ქვეყანაში და თქვენ რას აპირებთ?!” - სამოქალაქო აქტივისტი ემოციურ მიმართვას ავრცელებს
"არ ვიცი, როგორ არ ვუსურვო ამოხრჩობა აუზში ახალგაზრდა რუსებს, როცა უკრაინელი ახალგაზრდები იხოცებიან და არ ვიცი, აქ როგორ გავზარდო შვილი"
მისივე თქმით, აქ ქართველების ქსენოფობია არაფერ შუაშია, რადგან ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამაც შეზღუდა საკუთარ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შესვლა.
“სტანდარტულზე მეტი რუსეთის მოქალაქეა შემოსული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ომის შემდგომ ხალხი დაიძრა, იმიტომ რომ სანქციების გამო მათი კომფორტული ცხოვრება დაირღვა. მე აქ არ ვგულისხმობ პუტინთან დაპირისპირებულ ადამიანებს, რომლებიც დევნილები არიან, ისინი ყველგან უნდა მივიღოთ, რუსები იქნებიან, ბელორუსები თუ სხვა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც უბრალოდ გაერიდნენ ამ რეჟიმს. ევროკავშირის ქვეყნებმა, რომელთა ქსენოფობიაში დადანაშაულება რთულია, შეუძლებელიც კია, შეზღუდეს რუსეთის მოქალაქეების საკუთარ ქვეყნებში დიდი რაოდენობით შესვლა. მაგალითად, ბალტიისპირელებმა, იმიტომ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და არაფერ შუაში არ არის წარმოშობის გამო ადამიანის ზიზღი.
მათი უკონტროლოდ საგრძნობი რაოდენობით, სტანდარტულზე მეტის შემოსვლა და დარჩენა, ტურისტები არ იგულისხმება, ვინც რჩებიან ან ბიზნესს აწარმოებენ, განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს მინიმუმ ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლებისთვის, ხოლო როცა ასეთი არ გყავს, მაშინ ეს იწვევს საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას, ეს ბუნებრივი და ნორმალური ამბავია.“ – ამბობს გიგა ბოკერია.
კობახიძე: რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად შემოსულთა უმრავლესობა ქართველია