მამუკა ონაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა მისი კოლეგა, თემურ თათარაშვილი, რომელმაც დაწერა, რომ ასეთი ტრაგედიების მერე უფრო მეტად ხვდება, რომ ადამიანებს მცირე დრო გვაქვს…
თემურ თათარაშვილი:
„გუშინ მთელი დღე რაღაცებს ვწერდი, ვპასუხობდი სხვადასხვა ადამიანს, ზოგს აგრესიით, ზოგ – სიყვარულით. მამუკას გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე და ალბათ, არა მარტო ჩემზე. საავადმყოფოს ეზოშივე ყველაფერი წავშალე, როგორც კი გავიგე ეს საშინელი ამბავი. ძალიან ცოტა გვაქვს ადამიანებს დრო და ეს დრო ჯობია ერთმანეთის მოფერებაში გავატაროთ. მშვიდობით, ჩვენო კეთილო ბუთქუჩა მამუკა. ოდესმე ყველა შევხვდებით იქ, სადაც შენ წახვედი…“
ნუგზარ ერგემლიძე: „მამუკა ღირსი იყო, რომ უფრო მშვიდად და გააზრებულად წასულიყო ამქვეყნიდან“