ინგლვუდში გამართულ კონცერტზე კანიე უესტს კონცერტის შეწყვეტა ხმის პრობლემების გამო მოუწია.
„გამორთეთ შუქი. შოუ დასრულებულია. ვერ გაყურებინებთ კონცერტს, სადაც 100%-ით ვერ დავიხარჯები. ყველას დაგიბრუნებთ ფულს უკან და დავბრუნდები სცენაზე, როდესაც უკეთ ვიქნები“, – განუცხადა კანიემ მაყურებელს.
მოგვიანებით რეპერმა განმარტა, რომ ექიმებმა მას კარიერაში დროებითი პაუზის აღება ადრეც ურჩიეს, თუმცა მაშინ ის მათ მითითებას არ დაემორეჩილა.