ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი უკრაინაში ჩავიდა.
ვიდეო: ანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა – მსახიობი ერთ-ერთ კაფეში შეამჩნიეს
მსახიობი უკვე შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი უკრაინაში უმნიშვნელოვანესია:
“ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი დღეს უკრაინაშია. ჩვენთვის ცნობილი ადამიანების ასეთი ვიზიტები უაღრესად ღირებულია.
ამის წყალობით, მსოფლიო კიდევ უფრო მეტს გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება”, – აღნიშნულია ზელენსკის პოსტში.
Ukrinform-ის ცნობით, ჩესტეინმა ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფოც მოინახულა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში