LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიჟვაძე კითხვაზე, „ვინ დაიწყო ომი?“: დღეს ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, სამარცხვინოა – ჩვენ გონივრული პოლიტიკით ქვეყანას აუცილებლად გავაერთიანებთ

83
თორნიკე რიჟვაძე

„დღეს ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, ჩემი აზრით სამარცხვინოა“, – ამ განცხადებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას: „ვინ დაიწყო ომი?“

როგორც მანვე აღნიშნა, ხელისუფლება მშვიდობიანი და გონივრული პოლიტიკით ქვეყანას, აუცილებლად გააერთიანებს.

„მეტი აქტუალური საკითხი აღარ არის ქვეყანაში თქვენი აზრით? დღეს აქ რომ მობრძანდით, მხოლოდ მთავრობის ვალდებულება არ არის პატივი მიაგოს გმირებს, ყველას ვალდებულებაა. დღეს ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

მან ბათუმში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მსგავსი ტრაგედია ქვეყანაში არ უნდა განმეორდეს.

„პატივს მივაგებთ გმირებს და მათ ოჯახებს, ქედს ვიხრით ყველა დაღუპულის წინაშე და ეს უდიდესი ტრაგედია, რაც ქვეყანამ გამოიარა. არასდროს უნდა განმეორდეს, ჩვენ მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას.“– განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა

პრემიერი: ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამხედროები

თავდაცვის მინისტრი: 14 წლის შემდეგ ცივილურმა სამყარომ დღეს, ალბათ, საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g