გარემოს დაცვის ორგანიზაცია “საბუკო” სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
საბუკოს გუნდის განცხადებით მათ შავი ზღვის სანაპიროზე დააფიქსირეს ფრინველი “აფრიკული წმინდა ივეოსი”, რომელსაც საღვთო ივეოსსაც უწოდებენ. ის აფრიკის კონტინენტზე ბინადრობს:
“შავი ზღვის სანაპიროზე მეტად საინტერესო რამ მოხდა: საბუკოს გუნდმა “აფრიკული წმინდა ივეოსი” African sacred ibis (Threskiornis aethiopicus) დააფიქსირა.
ეს სახეობა აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული და მიგრირება არ ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ეს ინდივიდები კერძო კოლექციის ტყვეობას გამოექცნენ და ახლა საქართველოს ველურ ბუნებაში ცდილობენ გადარჩენას”, – წერს საბუკო.
შეგახსენებთ, საღვთო ივეოსი არის დიდი ფრინველი, ბუდეს იკეთებს წყალსატევების ნაპირებზე, ხეებზე, ბუჩქებსა და მიწაზე. გავრცელებულია აფრიკაში და არის სუდანში გადამფრენი ფრინველი. ის შეყვანილი იყო საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ტაივანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.