მართალია, ბრიტნი სპირსისა და მისი მამის ბრძოლა დასრულდა, თუმცა მთავარი ომი პოპის პრინცესას მოსაგები აქვს. ცოტა ხნის წინ ის და მისი ყოფილი ქმარი, კევინ ფედერლაინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველაფერი კევინის ინტერვიუდან დაიწყო, სადაც ის აცხადებს, რომ ბრიტნის შვილებს დედასთან კონტაქტი არ სურთ.
ახლახან კი კევინმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ასახულია, თუ როგორ ეჩხუბება ბრიტნი შვილებს. ის განრისხებულია, სიბნელეში ზის და ვაჟებს უყვირის.
„სიმართლეს ფარდა უნდა აეხადოს. ამ ვიდეოს გავრცელება მთელი ოჯახის გადაწყვეტილება იყო. ეს ვიდეო მაშინ გადაიღეს ბიჭებმა, როცა 11 და 12 წლისები იყვნენ და ეს ყველაფერი როდია… იმედია, როცა ჩემი შვილები გაიზრდებიან, ყოველივე ამაზე მაღლა დადგებიან“, – აცხადებს ფედერლაინი.
„ინსტაგრამის ფოტოების გამო შვილები დედას აღარ ნახულობენ“ – კევინ ფედერლაინი