LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ მხარს უჭერს მოწოდებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ

86
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, „შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოწოდებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ბრძოლა სახიფათო და უპასუხისმგებლოა“.

„კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია უკრაინის ატომურ ობიექტებთან ან მის მახლობლად, სრული კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას და მხარი დაუჭიროს უკრაინის მოწოდებებს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შესახებ“, – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

mazda magti 5g