მოტორული განვითარება, განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც გამოიხატება ადამიანის დახვეწილ მოძრაობებსა და აქტივობებში. აქტივობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტყველების განვითარებასთან, ინტელექტუალურ ზრდასთან და ამასთან, შეიძლება ხელი შეუწყოს ან შეუშალოს ადამიანის სრულფასოვან ფუნქციონირებას. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარი ფსიქოლოგი თეონა ნუცუბიძეა.
მოტორული სფეროს განვითარების ეტაპები…
მოტორული სფერო მოიცავს მსხვილ (უხეშ) და წვრილ (ნატიფ) მოტორიკას. განსხვავებით მსხვილი მოტორიკისგან, რომელშიც დიდი კუნთების საშუალებით განხორციელებადი მოქმედებები (დგომა, სიარული, სირბილი, ხტომა და სხვ.) მოიაზრება, ნატიფი მოტორიკა შედარებით გვიან და რთულად ვითარდება, ის უფრო დიდ მომზადებას მოითხოვს, ამდენად უფრო მეტ ყურადღებასა და ძალისხმვას საჭიროებს როგორც ბავშვის, ისე მშობლის, აღმზრდელისა თუ მზრუნველის მხრიდან.
ნატიფი მოტორიკა წვრილი კუნთების ამოქმედებასთანაა დაკავშირებული, შესაბამისი მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა თვალისა და ხელის კოორდინირებული მუშაობა, ჩაცმა, გახდა, ხატვა, წერა, მეტ სიზუსტეს მოითხოვს, ამდენად გასაკვირიც არ არის, რომ ბავშვებს მცირეწლოვან ასაკში უძნელდებათ ამ მოქმედებებისათვის თავის გართმევა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ამის პოტენციალი არ აქვთ. მაგალითად, თუ თვალს ვადევნებთ ბავშვის მოტორიკის განვითარებას, შევამჩნევთ, რომ 2 თვის ასაკის ბავშვები ხელს ურტყამენ სათამაშოს; 5 თვის ასაკში მთლიანი ხელის მტევნით შეუძლიათ სათამაშოს დაჭერა; 1-2 წლის ასაკში ბავშვს შუძლია წიგნის გადაფურცვლა, ასევე შეუძლიათ კუბიკების ერთმანეთზე დადება; 3-4 წლისთვის ბავშვებს მძივების ძაფზე წამოცმის მოქმედების შესრულებაც გამოსდით; წინასასკოლო ასაკში, ბავშვს შეუძლია ღილებისა და ელვის გახსნა/ შეკვრა, მაკრატლით ფიგურების გამოჭრა, წერისას კონტურების დაცვა და სხვ. ნატიფი მოტორიკა განსაკუთრებით ინტენსიურად 6-7 წლის ასაკისთვის ვითარდება. ამ ასაკში, ბავშვებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ პლასტელინით, ფანქრით მუშაობა, თუმცა ზოგიერთ 5–6 წლის ჯანმრთელ ბავშვსაც შეიძლება გაუჭირდეს სხვადასხვა ფიგურის დახატვა ან ასოების კარგად გამოყვანა.
რა შესაძლებლობები მოიაზრება ნატიფ მოტორულ უნარებში?
რა განაპირობებს მოტორული უნარების დაუფლებას?
მზაობა- იმისთვის, რომ ბავშვი დაეუფლოს ახალ მოტორულ უნარს, აუცილებელია ბავშვი იყოს ამისთვის მზად. თუ ახალი მოტორული აქტივობის დაუფლება მოხდება მზაობის პერიოდში, ბავშვი მას დაეუფლება სწრაფად, დაძაბულობის გარეშე, ხალისით ისწავლის თითოეულ აქტივობას, სიხარულით შეხვდება წარმატებას. არის თუ არა ბავშვი მზად ამა თუ იმ ახალი მოტორული უნარის ასათვისებლად, ამაზე მიგვანიშნებს თავად ბავშვის ქცევა-მზაობის შემთხვევაში ბავშვი იწყებს მოქმედების მიბაძვას, მაგალითად, ჩანგლის გამოყენებასა ან წერას.
აქტივობა- აუცილებელია მოტორული განვითარებისთვის. თუ ბავშვი არ ახორციელებს აქტივობას, ან არ აქვს შესატყვისი პირობები, ფიზიკური თუ სოციალური, შესაძლოა, მოტორულ განვითარებაში სირთულეებს ჰქონდეს ადგილი.
ყურადღება- მოტორული უნარის დაუფლების ეფექტურობისთვის მნიშვნელვანი ფაქტორია ყურადღება. შესაბამისად, საჭიროა, უფროსმა ადამიანმა ბავშვს ყურადღება მიაქცევინოს იმ აქტივობაზე, რომლის დასწავლინებასაც სცდილობს მისთვის. ამისთვის, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უკეთესად შეუძლიათ ყურადღების კონცენტრაცია, თუ ისინი აქტიურად იმეორებენ სხვის მოქმედებას. დაწყებითი სკოლის ასაკის წლებიდან კი ბავშვს შეუძლია ვერბალურ ინსტრუქციასაც მიაქციოს ყურადღება.
უკუკავშირი- ბავშვი ამა თუ იმ აქტივობას, მათ შორის მოტორულს, ასრულებს ინტერესის, ცნობისოყვარეობისა ან წახალისების მიღების გამო. ადრეულ ასაკში, ბავშვების ქცევა უფრო მეტად გარეგანი მოტივაციით იმართება, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის თუ როგორი იქნება უფროსების მხრიდან რეაგირება, მათ მიერ შესრულებულ მოტორულ აქტივობაზე, შეაქებენ თუ არა მას, გაუღიმებენ თუ არა მას, დაუფასებენ თუ არა მას მცდელობას, თუ ეტყვიან რომ არ გამოსდით ესა თუ ის აქტივობა და ამის გამო ის უმაქნისია… უკუკავშირი (გაღიმება, შექება, ჯილდო), რომელსაც ბავშვები იღებენ უფროსებისგან ან თანატოლებისგან, ამყარებს მიღწევის მოტივაციას. ბავშვის შექებისას უნდა მივუთითოთ ის კონკრეტული წარმატება, რასაც ბავშვმა მიაღწია. ეს გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ბავშვს, ვიდრე ზოგადი შექება. მაგალითად, შენ დღეს უკეთ დაწერე ასო “ა”; კარგად შეასრულე თითების ვარჯიში; „ნახე, გაფერადებისას დაიცავი კონტური“ და არა – “ყოჩაღ”.
7 რჩევა თეონა ნუცუბიძისგან:
გადაცემის ჩანაწერი: