LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუანშერ ბურჭულაძე: დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, რომ ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია

87
ჯუანშერ ბურჭულაძე

„დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, რომ ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დიდგორობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ერთიანობისა და კეთილდღეობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„როგორც დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, ძლიერი ჯარი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. სწორედ ამიტომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერად აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ჩვენი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის ერთიანობისა და კეთილდღეობისთვის.“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, დიდგორობის აღსანიშნავად, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე საზეიმო ღონისძიებები იმართება, რომელსაც პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ესწრებიან.

1121 წლის დიდგორის ბრძოლას საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. დავით აღმაშენებლის მეთაურობით, ბრძოლა ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.

“მინდა, გავიხსენო ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვები, დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია!” – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g