სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ნიო ბოლქვაძე ერთ-ერთ სახლში აღმათულ რუსეთის დროშის ფოტოს აქვეყნებს და ინფორმაციასაც ურთავს თან. როგორც ბოლქვაძე წერს, ფოტოს გადაღების შემდეგ მას სახლიდან გამოეხმაურნენ და უყვირეს.
ამასთან, პოსტის ავტორი მისამართს ასახელებს და ამბობს, რომ სახლი ჩაქვის ცენტრთან მდებარეობს.
“მოკლედ ეს ფოტო გადავიღე ახლახანს,
ხოდა ჯერ ძალიან ისე ვაკვირდებოდი მეთქი მეჩვენება აშკარად, ჩატში ჩავუგდე გოგოებს, რის შემდეგაც 1 ქალი და ორი კაცი რასაც ჰქვია გამომივარდა, კაცები რუსულად ყვიროდნენ რაღაცას. ქალმა მომაძახა და რას უზამ ახლა მაგ ფოტოსო, ძაან ავნერვიულდი, მაგრამ არ ვიცი ეს რაში ჯდება , რომელ მორალურ ჩარჩოში ან საერთოდ რატომ ხდება ასეთი რაღაც ქვეყანაში, სადაც უკრაინას რომ თავი დავანებოთ ჩვენთვისაც ოკუპანტები არიან.. აი რა ვიცი ბოლოს ბინდი რომ გადამეკრა მილიონჯერ დავგუგლე ხომ არ მეშლება ფერებითქო”, – წერს ნიო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.