LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარკვიანი პრეზიდენტს: ფერს ხომ არ “იცვლიდით” და უფრო შემწყნარებელი ხომ არ გახდებოდით? გარდერობში ფერის ცვლას არ ვგულისხმობ

230
Untitled design (4)

„ფერიცვალებაა და იქნებ “იცვალოთ ფერი” და გამოუშვათ რუსეთთან მებრძოლი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

ჩარკვიანი კითხვით მიმართავს ქვეყნის პრეზიდენტსაც – ხომ არ გახდებოდა უფრო შემწყნარებელი:

“ფერიცვალებაა და იქნებ “იცვალოთ ფერი” და გამოუშვათ რუსეთთან მებრძოლი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია… ” პატივცემულებო”.

ქ.ნ სალომე ზურაბიშვილსაც მინდა მივმართო, ხომ არ “იცვლიდით” ფერს და ხომ არ გახდებოდით უფრო შემწყნარებელი, “ფერის ცვლაში” “გარდერობში”ფერის ცვლას არ ვგულისხმობ ალბათ ხვდებით?! ჰოდა, რა ვიცი აბა, იქნებ გეფიქრათ, ნუ, მე ახლა ისე მომდის, “იმედი ბოლოს კვდებაო”.

ეჰ მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენი იმედი ვინმეს ჰქონდეს საქართველოში, მაგრამ როგორც იტყვიან, ვისურვე და გისურვეთ გაკეთილშობილება… ფერისცვალება“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g