LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმარი გურამ სვანიძე, რომელმაც ოფიცერის იარაღით ჭრილობა მიიყენა, გარდაიცვალა

330
პატიმარისვანადზეგარდაიცვალა

პატიმარი გურამ სვანიძე, რომელიც თავში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ფაქტს  პატიმრის ახლობლები ადასტურებენ.

28 წლის გურამ სვანიძეს ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 20 აგვისტოს, თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, რომლის მიმდებარე პალატებშიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები იყვნენ განთავსებული, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი ვ.გ. წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი – საშტატო იარაღით. მან იქვე დერეფანში მყოფ პატიმარს არ მიუთითა, შესულიყო მისი განთავსების პალატაში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა აღნიშნული სივრცე. ბრალდებულმა, ასევე არ განახორციელა ვიზუალური კონტროლი პატიმრის მიმართ, რომელიც მიეპარა მას და საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც სამი გასროლა განახორციელა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ჭრილობა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.

ესკორტის ოფიცერი ვალერი გოზალიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

“გულწრფელად ვნანობ, რაც მოხდა” – რა თქვა სასამართლოზე ესკორტის ოფიცერმა, რომელსაც პატიმარმა იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g