LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღე არ გავა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ კრიტიკული მოსაზრება არ გამოთქვას იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში ხორციელდება: ბაჩო დოლიძე

74
ბაჩო-დოლიძე

ვენეციის კომისიის მიერ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, „გადაუდებელი მოსაზრების“ გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბაჩო დოლიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „დღე არ გავა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ კრიტიკული მოსაზრება არ გამოთქვას იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში ხორციელდება“.

„კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“ – რა წერია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გადასახედია თავად კომისიის მიერ – რეკომენდაციასაც კი ვერ ვუწოდებთ: გია ვოლსკი

ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ოცნებამ“ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო: სერგო ჩიხლაძე

„რაც შეეხება ე.წ.მოსმენების კანონს, გარშემო ყველას შეუძლიათ უსმინონ იმდენ ხანს, რამდენი ხანიც უნდათ, ვადებიც გაგრძელებულია და ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვეულებრივი დიქტატორული რეჟიმია, რომელიც მიისწრაფვის იმისკენ, რომ იყოს ოლიგარქიული დიქტატურა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ახალი ტერმინი შემოვიდა. რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყანა მიისწრაფვის ევროპისკენ, მსგავსი ტიპის რეჟიმები უბრალოდ ვერ იარსებებენ, შესაბამისად, დღე არ გავა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ კრიტიკული მოსაზრება არ გამოთქვას იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში ხორციელდება. დგანან ახლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და სამართლებრივ შეფასებებს ეძებენ“, – განაცხადა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g