ცოტა ხნის წინ, ჯგუფის Fifth Harmony შესახებ არავინ არაფერი იცოდა, დღეს კი ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გოგონათა ბენდია, რომლის ახალი რეკორდი აქამდე სუსტი სქესის წარმომადგენელთა არცერთ ჯგუფს არ დაუმყარებია.
რამდენიმე დღის წინ, Fifth Harmony გახდა გოგონების პირველი ბენდი, რომლის კლიპიც YouTube-ზე მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა. საუბარია ვიდეოზე Worth It, რომელიც სერვისზე 2015 წლის მარტში გამოქვეყნდა.
სრულიად დასაშვებია, რომ სულ მალე ჯგუფის ანგარიშზე ორი ასეთი კლიპი იქნება – Work From Home, რომელიც 2016 წელს გამოვიდა, მილიარდიანი ნიშნულისკენ ელვის სისწრაფით მიიჩქარის.