LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის ზევით მაღაზიებს პურზე ფასის მატება არ შეეძლებათ” – მალხაზ დოლიძე

88
08priupcg5zeu5a

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე პურის ფასზე რეფერენტული ფასების დაწესებას ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მაღაზიებს სარეალიზაციო თანხის მაქსიმუმს განუსაზღვრავს და მაღაზიები ფასს თვითნებურად ვეღარ გაზრდიან.

ამის შესახებ მალხაზ დოლიძემ, მედიაცენტრ “მთავარში” განაცხადა.

მისი განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, მსოფლიო ბაზარზე ფქვილი გაიაფდა, ასევე შემცირდა საბაჟო გადასახადი და შესაძლებელია პურის ფასის გაიაფებაც, თუმცა ეს ამ ეტაპზე მაღაზიების გადასაწყვეტია.

მისი ინფორმაციით, ქვეყანა წლის განმავლობაში 650 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, საიდანაც 150 000 საქართველოში წარმოებულია. როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, სხვა წლებისგან განსხვავებით, საქართველოში წელს დიდი მოსავალია.

„შარშან მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი 500 დოლარზე ავიდა. გახსოვთ, მცურავი ბაჟი, რომელიც საქართველოს დაუწესეს და ამას ემატებოდა 85 დოლარი და ბოლო პერიოდში შეუძლებელი გახდა წისქვილ-კომბინანტების მუშაობა. იცით, გაჩერდა და ძირითადად ქვეყანაში შემოდიოდა ფქვილი. დღეს ტენდენცია შეიცვალა. მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის დღევანდელი ფასები დაახლოებით არის – 1 ტონა ფრანგული ხორბალი – 345 დოლარი, ამერიკული – 346 დოლარი, რუსული – 347 დოლარი. გარდა ამისა, მცურავმა ბაჟმა, რომელიც მოქმედებდა ჩვენთან მიმართებით, საგრძნობლად დაიკლო და ხორბლის შეძენა-მიღება გახდა შესაძლებელი, რომ წისქვილ-კომბინანტები ამუშავდეს და ეს ძალიან კარგი ტენდენციაა.

არასდროს არ ყოფილა ასე, რომ შემოტანილი ფქვილისა და აქ დამზადებული ფქვილის ფასები ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს, რაც კარგი ტენდენციაა. წამლებზე აამოქმედეს რეფერენტული ფასები, რაც ნიშნავს, რომ ვიცით, რამდენად იძენენ წამალს უცხოეთში, რა ღირს მისი ტრანსპორტირება, რამდენია ფასნამატი, ანუ სრულ კონტროლზეა ფასი. ამ წინადადებას მივესალმები და ცუდი არ იქნება, თუ ერთ-ორ ასორტიმენტზე, რომელიც მასიური ასორტიმენტია საქართველოში, გაკეთდეს ეს. ადამიანებმა იცოდნენ, რომ არა წარმოების მიერ ნაკარნახევი ფასია, არამედ მაღაზიების მიერ დაწესებული ფასი. შარშანდელთან შედარებით, წელს მოსავალი უკეთესია. უკვე აღებულია 100 000 ტონა და ეს კარგია. სადღაც 150 000 ტონა იქნება მოსავალი“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g