LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრორუსული ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა განახორციელეს 

43
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

სოციალურ ქსელში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის No1 სპეციალური შენობის სახურავის დარტყმის შედეგად გახვრეტილი სახურავის ფოტოები ქვეყნდება.

ფოტოები საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე რუსეთის მიერ დანიშნული ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ როგოვმა გამოაქვეყნა.

როგოვის თქმით, ამ შენობაში ინახება ახალი საწვავი ZNPP რეაქტორებისთვის. პრორუსული ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ დარტყმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს. უკრაინულ მხარეს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

„უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის – ზაპოროჟიეს უსაფრთხოება“ – გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უკრაინაში გაემგზავრა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები