სამეგრელოში, ხობში ტბაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის წყალში იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, გულის შეტევის გამო გახდა ცუდად. მათივე თქმით, 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მალევე იპოვეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.