LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ სამზარეულოში, თუკი წონის კლებას ცდილობთ

58
Screenshot 2022-09-02 155729

არსებობს 5 პროდუქტი, რომელიც გახდომის მსურველმა თავის რაციონს აუცილებლად უნდა დაამატოს, ასე ფიქრობენ ამერიკელი დიეტოლოგები. წონის კლების პროცესი მარტივი არ არის და აკრძალულ საკვებზე კონცენტრაცია მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ, დიეტოლოგთა ნაწილი პაციენტებს იმ კერძებით ტკბობას ურჩევენ, რომელიც არა თუ აკრძალული, პირიქით სასურველიც კია. ეს პროდუქტი ანტიოქსიდანტებით, ცილებით და ვიტამინებითაა სავსე.

1. მოცვი
გახდომის მსურველი ადამიანის მაცივარში აუცილებლად უნდა იყოს მოცვი. მოცვი ნაკლებ კალორიას და ბევრ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს. მნიშვნელობა არ აქვს მას გაყინულ მდგომარეობაში შეიძენთ თუ ახალს იყიდით, დაამატებთ იოგურტს თუ ისე მიირთმევთ.

2. შვრია
შვრიის ფაფა ეს ძალიან ჯანსაღი და ნოყიერი საუზმეა და თანაც სულ რამდენიმე წუთში მზადდება. შვრია დიდი რაოდენობით ბოჭკოს შეიცავს და ნამდვილად დაგანაყრებთ.

3. ნიგოზი
წარმოუდგენლად ნოყიერი პროდუქტი, რომელიც ცილებით, სასარგებლო ცხიმებით და ბოჭკოთია სავსე. ნიგოზი არამხოლოდ წონის კლებისთვისაა სასარგებლო, არამედ გულის ჯანმრთელობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

4. გაყინული ბოსტნეულის ნაკრები
დიეტოლოგთა მოსაზრებით გაყინული ბოსტნეული ნაკლებ კალორიას და ბევრ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ამიტომ წონის კლების მსურველებმა დიდი რაოდენობით უნდა მოიმარაგონ.

5. ორაგული
ორაგული ომეგა-3-ით მდიდარი პროდუქტია და ის რაციონში აუცილებლად უნდა დაამატოთ. ორაგულის კვირაში ორჯერ მირთმევა გახდომაშიც დაგეხმარებათ და ჯანმრთელობასაც სასიკეთოდ წაადგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები