LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში LGBT აქტივიზმისთვის ორ ქალს სიკვდილი მიუსაჯეს

85
ირანელი ლგბტ აქტივისტი

ირანში ლგბტ თემის მხარდამჭერი აქტივიზმისთვის ორ ქალს სიკვდილი მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ირანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული მედიის ცნობით, აქტივისტების მსჯავრი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „დედამიწაზე კორუფციისა“ და ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებას უკავშირდება.

ადვოკატებმა და უფლებადამცველებმა სოციალურ მედიაში მსჯავრდადებულების სურათები გააზიარეს და განაცხადეს, რომ ისინი ლგბტ უფლებების აქტივისტები არიან და უდანაშაულოები არიან.

„ონლაინში გამოქვეყნებული ამბების საპირისპიროდ, მსჯავრდადებულებმა მოატყუეს და გაიყვანეს ახალგაზრდა ქალები და გოგონები ქვეყნიდან, დაჰპირდნენ განათლებისა და სამუშაოს შესაძლებლობებს, რამაც გამოიწვია მათი რამდენიმე მსხვერპლის თვითმკვლელობა“, – წერს ირანული სააგენტო IRNA.

„როიტერსის“ ინფორმაციით, მარტში, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ჰომოსექსუალიზმი აღწერა, როგორც დასავლურ ცივილიზაციაში გავრცელებული „მორალური დეპრივაციის“ ნაწილი.

„დედამიწაზე გახრწნილობის“ დანაშაულის არსის ახსნისას, ბრიტანელმა ლგბტ+ აქტივისტმა, პიტერ ტეიჩელმა, დღეს, 4 სექტემბერს, გამოცემა „Jerusalem Post“-ს  უთხრა: „ეს არის ძალიან მძიმე, ყველაფრის მომცველი ბრალდება, რომელსაც ხშირად იყენებენ რეჟიმის კრიტიკოსების და მათ წინააღმდეგ, რომელთა მოსაზრებებიც ისლამურ ორთოდოქსიას არ ემორჩილება.“

ამასთან, დასავლური უფლებადამცველი ჯგუფები ირანს ლგბტ საკითხებთან მიმართებით ხშირად აკრიტიკებდნენ. ირანის სამართლებრივი სისტემის თანახმად, ჰომოსექსუალური ქმედებები შეიძლება სიკვდილით დასჯით ისჯებოდეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g