ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქალთა მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად თუკი საჭიროა, კანონიც კი უნდა შეიცვალოს.
“კიდევ ერთი ქალი გამხდარა მსხვერპლი. რამდენი უბედურება უნდა მოხდეს, რომ საგანგაშოდ აღვიქვათ მდგომარეობა?
ყველა ქალმა უნდა იცოდეს – თუ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა ერთხელ, ფიზიკურად შეგეხნენ ერთხელ – ეს აუცილებლად გამეორდება ბევრჯერ და შესაძლოა დასრულდეს ლეტალურად.
ძალადობის ფაქტზე დაკავებულის გირაოთი გამოშვება არ შეიძლება. თუ კანონის შეცვლაა საჭირო, შეცვალეთ”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.