LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიელი სტუდენტები ქალაქის ველოსიპედებით უფასოდ ისარგებლებენ

43
thumb_1024x663_innsbruck-bikes-11zon-1

ავსტრიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ რომ ველო-გაქირავების ცენტრებიდან ველოსიპედი სრულიად უფასოდ აიღონ. ახალი ინიციატივით მერიას სურს, რომ ახალგაზრდებმა უფრო ხშირად ეკოლოგიური ტრანსპორტი აირჩიონ. რამეთუ გარემოს დაცვის ევროპული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერში მოხვედრილი მავნე აირების 72%-ზე ავტომობილია პასუხისმგებელი. ინფორმაცია სიახლის შესახებ The mayor-მა გაავრცელა.

უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ბევრი სტუდენტი ველოსიპედით არ დადის, რადგან ეშინია, რომ მოჰპარავენ. გასაქირავებელი ტრანსპორტის გამოყენებას კი ამ პრობლემის მოგვარება შეეძლო. თუმცა, აბონემენტის მაღალი ფასის გამო (წლიური აბონემენტი 39 ევრო ღირს) სტუდენტები ამ შესაძლებლობაზე უარს ამბობდნენ.

ამიერიდან კი ახალგაზრდებს ველოსიპედით უფასოდ მგზავრობა დღეში განუსაზღვრელი რაოდენობით შეეძლებათ. ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ მგზავრობის დრო 30 წუთს არ უნდა აჭარბებდეს, ყოველი შემდეგი ნახევარი საათის ფასი 1 ევრო იქნება.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიელი სტუდენტებისთვის მსგავსი პროექტი პირველად დაიგეგმა და თუკი ამ შესაძლებლობით ბევრი ადამიანი ისარგებლებს, ის მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები