LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ იმისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია: სვენ მიქსერი

39
სვენ მიქსერი

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ „ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ იმისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის ინტერესი“.

მისივე განცხადებით, მათ, ვინც ხელისუფლებაშია, განსაკუთრებული როლი აკისრიათ – უზრუნველყონ ყველა პოლიტიკური აქტორის, საზოგადოების ჩართულობა.

„ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ იმისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის ინტერესი. სანამ პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ინკლუზიური. მათ, ვინც ხელისუფლებაშია, განსაკუთრებული როლი აკისრიათ – უზრუნველყონ ყველა პოლიტიკური აქტორის, საზოგადოების ჩართულობა. ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მნიშვნელოვანია. ქართველი პოლიტიკოსებისა და ლიდერების ხელშია ახლა განხორციელება, რადგან ეს არის ქართველი ხალხის მოლოდინი. მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. იმედი მაქვს, ქართველი პოლიტიკოსები გვერდზე გადადებენ აზრთა სხვადასხვაობას და ერთად იმუშავებენ იმისთვის, რაც გაცილებით დიდია, ვიდრე რომელიმე პარტიის თუ პოლიტიკოსის ინტერესები. საკმაოდ ხშირად შიდა პოლიტიკური დისკუსია და მოკლევადიანი მიზნები ფარავს დღის წესრიგში უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო მიზნებს. ახლა ლიდერებზეა დამოკიდებული, როგორ მოახერხებენ, რომ შეძლონ ნდობის შენება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული მოთამაშეები ერთად მუშაობას შეძლებენ. თუ ყველა აღიარებს, რომ ევროპასთან დაახლოების ეროვნული პრიორიტეტი უპირველესია, ინდივიდუალური პარტიების ვიწრო ინტერესები, იქნება ეს მმართველი პარტია თუ ოპოზიცია, მეორეხარისხოვანია, საკითხები წინ წაიწევს. ესაა ჩემი მთავარი რეკომენდაცია“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g