LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილის ადვოკატი: ნელი დოროყაშვილი შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანია, მას შურისძიება იმიტომ უნდა, რომ ბასილაშვილს სხვა რჩეული ჰყავს

138
ნეკა და ადვოკატო

შურისძიება უნდა იმიტომ, რომ ბასილაშვილს ჰყავს სხვა რჩეული, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა დოროყაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილი მას საბანკო ბარათს უბლოკავდა.

ადვოკატის განცხადებით, დოროყაშვილს ასი ათასობით დოლარი აქვს გატანილი ნიკოლოზ ბასილაშვილების ანგარიშებიდან.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ეს სპეკულაციები, ცდილობენ საზოგადოებას თავი წარმოუდგინონ მსხვერპლად, ამ დროს ყველა ვხედავთ ვინ არის რეალური მსხვერპლი. ნელი დოროყაშვილს ჰქონდა სრული საბანკო მინდობილობა და სრულად ჰქონდა ბასილაშვილის ანგარიშების განკარგვის შესაძლებლობა.

მას ასი ათასობით დოლარი აქვს გატანილი ნიკოლოზ ბასილაშვილის ანგარიშებიდან, ისე, რომ ნიკოლოზს ამაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს”, – აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ როდესაც რაიმე სახის კონფლიქტი მოხდებოდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბლოკავდა მის საბანკო ბარათს დასჯის მიზნით.

„ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდვია ბარათი და ვერ გადამიხდია“, – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.

„იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ“ – რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი ვიდეოჩანაწერზე

ნეკა დოროყაშვილი: როცა რაიმე სახის კონფლიქტი ხდებოდა, ნიკოლოზი საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში და ვერ გადამიხდია, ვცდილობდი ფული მეგობრებისგან მესესხა

„რატომ მირტყამ?“ – ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ახალი აუდიო ჩანაწერი წარადგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g