LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვენაცვალე „ქართულ ოცნებას“ და მთავრობას პრიორიტეტებში – ყოველთვის და ყველგან ძალას უწევენ ანგარიშს, ძალას და არა მწიფე ატამს” – ელისაშვილი ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე

91
ალეკო ელისაშვილი

საქართველოს 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯები 480 მილიონით გაიზრდება.

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი 2022 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს და ამბობს, რომ პრიორიტეტები სწორად გადანაწილებული არ არის.

“სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 480 მილიონით იზრდება.

მისი თქმით, მათ შორის, სამინისტროების ბიუჯეტი შემდეგნაირად გაიზრდება:
– ჯანდაცვის სამინისტრო – 210 მილიონით
– გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 150 მილიონით
– ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 80 მილიონით
– თავდაცვის სამინისტრო – 80 მილიონით
– შინაგან საქმეთა სამინისტრო – 70 მილიონით
– იუსტიციის სამინისტრო – 10 მილიონით
– კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 43 მილიონით.”

ვენაცვალე „ქართულ ოცნებას“ და მთავრობას პრიორიტეტებში.

მტერი თუ თავს დაგვესხა ატამი ვესროლოთ, თან მწიფე, თორემ კუხემ რამე არ ატკინოს ((((((( ომია ბიჯო ომი ჩვენს გარშემო ყველგან. შეიარაღება და აღჭურვილობა გვჭირდება. ჩვენი ლამაზი თვალების გამო არავინ გაგვიწევს ანგარიშს. ყოველთვის და ყველგან ძალას უწევენ ანგარიშს, ძალას და არა მწიფე ატამს“, – წერს ალექსანდრე ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g