LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $600 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

85
ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $600 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა.

დახმარების ახალ პაკეტში შედის HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემები, ასევე ღამის ხედვის სისტემები, ტერიტორიის განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა, 105 და 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები და სხვა აღჭურვილობა.

უწყებაში განმარტავენ, რომ დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის სამხედროების მომზადებასაც მოიცავს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები