კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს.
“ეს იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში. ყველაფერი ერთი სცენარის მიხედვით ვითარდება. ეს სიცრუეა და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს მთელ ამ ამბავში”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, იზიუმის მახლობლად მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც დაახლოებით 450 ცხედარი იყო დამარხული.