LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს” – ვოლოდიმირ ზელენსკი იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხიდან ფოტოებს აქვეყნებს

163
BeFunky-collage

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იზიუმში მასობრივ საფლავის აღმოჩენის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

უკრაინის პირველმა პირმა დაგმო რუსეთი და მას „მკვლელი“ და „მწამებელი” კიდევ ერთხელ უწოდა.

“რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა.

იზიუმი გავათავისუფლეთ. მის გვერდით მდებარე ტყეში 400-ზე მეტი საფლავი აღმოაჩინეს. უცნობია, რამდენი ნაწამები უკრაინელია იქ. კიდევ რამდენი ხალხი უნდა მოკვდეს, რომ ყველამ საბოლოოდ გაარკვიოს ეს?“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს, რომელთაც წამების ნიშნები აღენიშნებათ.

ISW: იზიუმის დაბრუნებამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე რუსეთი სრულ კონტროლს მოიპოვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g