LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა მძინარიშვილი „ტაურუსის“ პრემიის მიღების შემდეგ: „სასწაული ემოციები ტრიალებს აქ…“

129
ლაშა მძინარიშვილი

ქართველი მოცეკვავე, ანსამბლ „რუსთავის“ წევრი და ქორეოგრაფი, ლაშა მძინარიშვილი ახლახან აშშ-ში „ტაურუსის“ პრესტიჟული პრემიით დაჯილდოვდა, რომელიც კასკადიორებისთვის არის განკუთვნილი. მას ეს ჯილდო წილად ხვდა ფილმში „კინგსმენი“  დადგმული სცენისთვის, სადაც ქართული ცეკვის ელემენტებია გამოყენებული.

ლაშა მძინარიშვილი „იმედის დღეს“ ჩაერთო და პირველი კომენტარი გააკეთა:

„სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდი ჩემს დასახელებას. ძალიან დიდი ფილმები იყო… ჩემს თავს კრიტიკულად ვუყურებდი და ვფიქრობდი, სხვა გაიმარჯვებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კომისიის წევრების უმრავლესობამ ერთხმად მოგვცა ხმა… სასწაული ემოციები ტრიალებს აქ. ძალიან კარგი სამომავლო პერსპექტივებიც გამოჩნდა უკვე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g